პოლიტიკა

ახალი გამოჩეკილი ლიდერი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება

Nusagi

ახალი გამოჩეკილი პოლიტიკური ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ყველას მოვუწოდებ, ეს იქნება სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, კეთილი ინებოს და თავისი ვალდებულება შეასრულოს. ჩვენ პასუხუსმგებელი ვართ. ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას” არ ეხება. ხელისუფლება რომ შევცვალეთ, ეს ნაბიჯი საქართველოში უამრავმა ადამიანმა გადადგა და პასუსისმვებელი ვართ იმ ჩახოცილი ბიჭების, იმ სისხლის, რომელიც საქართველოს ამ საშინელმა რეჟიმმა მოუტანა. ამათ ჯერ ძალა სად აქვთ, რას აღარ კადრულობენ, ჩვენი გმირების მაგალითები მოიყვანეს და ვერაფერს ვერ აკეთებენ, რომ ხალხი განაწყონ. შეუძლებელია, მათთან შერიგება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ იხილა, თუ რა მოჰყვა მელიას მოწოდებას.

„90 წლიდან დაწყებული არ მახსოვს მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა და პილიციისა და სახელმწიფო დაწესებულებაში შესაჭრელად მოხდა. 200-ათასიანი მიტინგები იყო და არ მახსოვს, მოწოდება ყოფილიყო, აბა, ხალხო, დავიძარით, პარლამენტში, კანცელარიაში შევედით. მსგავსი რამ პირველად იყო. 2003 წელს ერთხელ იყო და კარი შიგნიდან ჰქონდათ გაღებული. ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, ამერიკაში რა მოხდა. კაპიტოლიუმზე შტურმი ანალოგიური იყო და არანაკლები, რასაც ეს ხალხი აპირებდა“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,445 ნახვა
%d bloggers like this: