სამართალი

ეკა გიგაური ნიკა მელიას განცხადებაზე: კანონი გირაოს გადახდას მოითხოვს

Nusagi

კანონი გირაოს გადახდას მოითხოვს, – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ნიკა მელიას განცხადებას, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

„იმის გამო, რომ ნიკა მელიას შეწყვეტილი არ აქვს სადეპუტატო მანდატი, საუბარია ჯერჯერობით დეპუტატზე, რომელიც არ შეიძლება პროკურატურამ ისე დაიბაროს, რომ შესაბამისი პროცედურები არ გაიაროს. რაც შეეხება გირაოს, დიახ, კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია  დაიბარეს.

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა  ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,427 ნახვა
%d bloggers like this: