უცხოური მედია

მამაკაცს, რომელმაც 18 წელი შეცდომით გაატარა ციხეში, $3,4 მლნ კომპენსაციას გადაუხდიან

Nusagi

პოლონეთში მამაკაცმა 18 წელი ციხეში გაატარა გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მა სსახელმწიფო 13 მლნ ზლოტს ($3,4) გადაუხდის კომპენსაციის სახით. ამის შესახებ AP იუწყება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს თანხა პოლონეთის ისტორიაში რეკორდულია იმ თანხებს შორის, რომელიც შეცდომით მსჯავრდებულებისთვის გადაუხდიათ.

1997 წელს პოლონეთის პატარა ქალაქ მილოშიცში 15 წლის გოგო გააუპატიურეს და ყინვაში მიატოვეს. დანაშაულის ჩადენა დაბრალდა 23 წლის ტომაშ კომენდას. 

ერთადერთი ნივთმტკიცება მის წინააღმდეგ იყო გოგონას ქუდზე აღმოჩენილი ტომაშის თმის ღერი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რამდენიმე მოწმე, რომლებიც ამბობდნენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ტომაში სხვა ადგილას იმყოფებოდა, სასამართლომ მას მაინც მიუსაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

ცოტა ხნის წინ გაჩნდა დამატებით გარემოებები: კერძოდ, ექსპერტიზის შედეგები, რომელიც ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. 2018 წელს მამაკაცი უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს, ახლა ის 45 წლისაა.

ციხეში ყოფნის დროს ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც, თავის მოკვლა რამდენჯერმე სცადა.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,380 ნახვა
%d bloggers like this: