რელიგია

მეუფე ნიკოლოზი: 25 წლის განმავლობაში ჩემთვის წმინდა სინოდზე განსახილველი საკითხები წინასწარ არასდროს ყოფილა ცნობილი

Nusagi

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მისთვის უცნობია რა საკითხები იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული. 

მისი თქმით, სინოდის სხდომაზე ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას საკითხი განხილული არ იქნება.

„25 წელია სინოდის წევრი ვარ და ამ დროის განმავლობაში არ მახსოვს შემთხვევა, როცა პირადად ჩემთვის წინასწარ იყო ცნობილი რა საკითხები უნდა განხილულიყო წმინდა სინოდის სხდომაზე. მე ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრეს შესახებ სინოდზე საუბარი არ იქნება. იმიტომ, რომ მეუფე პეტრე ან უნდა დააბრუნოს სინოდმა უკან, ან საერთოდ უნდა განკვეთონ ის ეკლესიიდან. არც ერთისთვის და არც მეორესთვის მას ამ დროის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,367 ნახვა
%d bloggers like this: