განათლება

მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება

Nusagi

ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდება. „ეს დაიწყება უკვე ხვალიდან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლებში 15 თებერვლიდან განახლდება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,455 ნახვა
%d bloggers like this: