პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები

Nusagi

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდ რეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს.

სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ პროტესტი მასშტაბური უნდა გახდეს. ფესბუქმიმართვით ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ კანონის აღსრულებას, კერძოდ ჯარიმების გადახდას მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას.

„ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ამ „სახელმწიფოს“ მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა, ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი არა მხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის – გვინდა მომავალი? ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ – ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,687 ნახვა
%d bloggers like this: