საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო თუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების საკითხი მხოლოდ მის ხელშია

Nusagi

ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო თუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია – ეს ადამიანი თვითონ მელია გახლავთ, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ გირაოს არგადახდის შემთხვევაში, დადგება თუ არა დღის წესრიგში მის მიმართ პატიმრობის გამოყენების საკითხი.

სარჯველაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით სიტყვა ეკუთვნის პროკურატურას და თავად დეპუტატს, ვისი ბედიც უნდა იყოს გადაწყვეტილი.

„მელიას არგუმენტი არა აქვს, თუ რატომ არ უნდა გადაიხადოს გირაო. არ არსებობს ახსნა და სწორად მოტივირებული მსჯელობა. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია მომავალში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,149 ნახვა
%d bloggers like this: