ჯანდაცვა

რა ასაკიდან უნდა აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით

Nusagi

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რა ასაკიდან უნდა აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით.

მისი განცხადებით, „პფაიზერი“ ამბობს, რომ მისი ვაქცინის გამოყენება 19 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი – 16 წლიდან.

„ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, მწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად განვავრცობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებზეც“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,897 ნახვა
%d bloggers like this: