ჯანდაცვა

ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ჰიპოთეზა შეისწავლა

Nusagi

ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელის, პიტერ ბენ ემბარეკის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ჰიპოთეზა შეისწავლა.

„ჩვენ ოთხი ჰიპოთეზა წამოვაყენეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ვირუსის ადამიანზე გადაცემა მომხდარიყო. პირველი ჰიპოთეზა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე უშუალო გადაცემას ეხება. მეორე ჰიპოთეზა ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა, რომელშიც ვირუსმა ადაპტირება მოახდინა და ადამიანზე გადაცემამდე ცირკულირებდა. მესამე ვერსია პროდუქტების ჯაჭვს, განსაკუთრებით გაყინულ პროდუქტებს ეხება, რომელთა ზედაპირი, შესაძლოა, ადამიანზე ვირუსის გადაცემის წყარო ყოფილიყო. და ბოლო ჰიპოთეზა ლაბორატორიაში ინციდენტის შესძლებლობას უკავშირდება“, – აღნიშნა პიტერ ბენ ემბარეკმა.

ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა ვერსია და ყველაზე სავარაუდოდ მეორე ვერსიას მიიჩნევენ, რომლის თანახმად, ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა. ჯანმოს ექსპერტები აღნიშნულ ჰიპოთეზას შემდგომშიც შეისწავლიან.

ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის ეპიდემიის ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად გავრცელების შესახებ ჰიპოთეზა გამორიცხა.

14 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა გუნდი ჩინეთში, კერძოდ უხანში COVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,367 ნახვა
%d bloggers like this: