საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

Nusagi

თბილისის მერიის მიერ, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის  მშენებლობის პროექტის ფარგლებში 10 თებერვალს  წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 10 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 11 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

საბურთალოს რაიონში:

დიღმის მასივის I კვარტალს, ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს. მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, ემხვარის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში – მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, ი. დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს.

ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით ახორციელებს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,381 ნახვა
%d bloggers like this: