სამართალი

PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებით, ზაზა გახელაძეს უკანონო სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოუტანა

Nusagi

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილი უკანონო განაჩენის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ.

„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ამ მხრივ, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის, პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული“, – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,769 ნახვა
%d bloggers like this: