სკოლაში 15 თებერვლიდან სწავლის ონლაინ ფორმატით გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება.
ყოველ ოთხშაბათს მშობელს საშუალება ექნება დაარეგისტრიროს მოსწავლე განათლების სამინისტროს ვებგვერდის მისამართზე online. emis.ge. ასევე განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრზელდება.
2021 წლის 4 თებერველს პრემიერმა საკლასო ოთახებში სწავლის განახლების თარიღი დასახელდა.
Facebook Comments