პოლიტიკა

ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

Nusagi

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიმართულებით.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა თანამშრომლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მნიშვნელოვანი პროგრესით ხასიათდება არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართო მიზნების თვალსაზრისით.

დარწმუნებულნი ვართ, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება კონსენსუსის მიღწევისკენ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის მოსაგვარებლად და საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, რასაც ასევე, არსებითი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგრძნობ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხითაც“, – აღნიშნულია წერილში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,952 ნახვა
%d bloggers like this: