სოციალური ქსელები და მედია

„მგონი მარტო მე დავრჩი ქუჩაში“ – ანა დოლიძე

Nusagi

პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი დამღლელი პროცესი გახდა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა დაერწმუნებინა საერთაშორისო პარტნიორები, თუ რატომ უნდა იყვნენ ისინი პარლამენტს გარეთ.

„ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად „მოძრაობა ხალხისთვის“, მივდივართ ნეიტრალურად, ჩვენთვის დასრულებულია „ქართული ოცნების“ მმართველობა, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია საქმის კეთება.

ნებისმიერი პარტიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება კი არაა პრობლემა, აზრის შეცვლაა პრობლემა.

როდესაც შენ ამდენი ხანი გაიძახი, რომ თაფლს წავისვამ და მზეზე დავჯდები, თავს ვიწამებ და ხატზე დაიფიცებ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებ, მაშინ სხვა გეგმა მაინც უნდა გქონდეს მზად, რომ რას აკეთებ იმ შემთხვევაში თუ განწყობები შეიცვალა.

ჩვენს პარტიას სამართლებრივი ფორმა გვაქვს ჩამოსაყალიბებელი, პარტია დასარეგისტრირებელია, დღეს მე ძალიან ბევრი კონსულტაციები მაქვს და რაც მთავარია, მგონი მარტო მე დავრჩი ქუჩაში, ანუ ის, რასაც უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი ძალიან ცოტა პარტია ასრულებს ამას“- განაცხადა ანა დოლიძემ

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,952 ნახვა
%d bloggers like this: