ბიზნესი

პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, Heineken-ი 8 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

Nusagi

ლუდის მწარმოებელმა კომპანია Heineken-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამუშაო ადგილებს თითქმის 10%-ით შეამცირებს, – ამის შესახებ BBC წერს.

კომპანია გადაწყვეტილებას ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მკვეთრად შემცირებული გაყიდვებით ხსნის. ჯამში, 8 ათასამდე თანამშრომელს მოუწევს სამუშაო ადგილის დატოვება. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის იქნებიან ამსტერდამში, სათავო ოფისში დასაქმებული ადამიანებიც.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2020 წელი მათთვის „არნახულად დამანგრეველი“ იყო. კოვიდპანდემიის პირობებში, Heineken-ს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოუწია ბარების დახურვა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,163 ნახვა
%d bloggers like this: