პოლიტიკა

„რესპუბლიკური პარტია“ მზად არის, პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევიდეს

Nusagi

„რესპუბლიკური პარტია“ მზად არის, პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევიდეს. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პარტია, რომელსაც 2 მანდატი აქვს, კვლავ მზად არის მანდატის დასათმობად, მაგრამ მზად არის მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც 113 ხმა სჭირდება.

„თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, 3 მოსმენით მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ“, – განაცხადა სამნიძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,262 ნახვა
%d bloggers like this: