სამართალი

სიმართლე არის ერთი და დარწმუნებული ვარ, მე და ილიჩოვა მართლები ვართ

Nusagi

ჩემი და ნატალიას მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი და წერტილი დაესვას, სიმართლე არის ერთი და დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ”- ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მელაშვილი გამოეხმაურა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოზე წარადგინა და მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა.

“პროკურატურა ცდილობს ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ძალიან ცუდად იყო გაგებული, ამოჭრილია. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ხმამაღალი განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არამხოლოდ დელიმიტაციის პროცესს. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული და გაგებული, იქ ვიღაცამ ისე გაიგო, თითქოს, მე სხვანაირად მიმაჩნია. არა ბატონო, მე ერთი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით”,- განაცხადა მელაშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,513 ნახვა
%d bloggers like this: