რელიგია

„წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ იმას, ვინც ვაქცინას გაიკეთებს და ნურც იმას, ვინც არ გაიკეთებს“ – მეუფე ნიკოლოზი

Nusagi

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, არ შეიძლება წნეხის ქვეშ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ და ასევე ისინიც ვინც არ გაიკეთებენ. 

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოს.

„ჩემი პოზიცია ასეთია, რომ წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ ნურც იმას ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს და ნურც იმას ვინც არ გაიკეთებს. თუ ეს თავისუფლება იქნება მაშინ ვინც უნდა გაიკეთოს, ვინც არ უნდა ნუ გაიკეთებს.

ჩვენ როგორც სასულიერო პირი ვიტყვი, რომ ორივეს უნდა მივცეთ ზიარების უფლება იმას ვინც აიცრა და ვინც არ აიცრა. მარტივია და ჩვენი პასუხი ეს არის“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა „მთავარის“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე მომხრეა თუ არა ვაქცინაციის, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ შეზღუდვისა და ზეწოლის წინააღმდეგია.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, თავის მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეტყვის, რომ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ, რადგან ეს სამედიცინო სფეროა და არა საღვთისმეტყველო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,589 ნახვა
%d bloggers like this: