საზოგადოება

„ხალხი ამბობს, რომ ბიძინას აქებსო, სადაც ადამიანი შესაქებია, როგორ არ შეიძლება არ შევაქო“ – იაგო ხვიჩია

Nusagi

„დავალებული ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ ის მიხვდა, რაც სჭირდებოდა ქართველებს. სხვებმა 5% ბარიერიო, 3%-იო, მაგრამ ჩვენი ხასიათი ყველაზე უკეთ გაიგო ამ ადამიანმა და ზუსტად ისეთი მმართველობითი სისტემა შემოგვთავაზა, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენ ყველაზე მეტად მოგვიხდებოდა. ცუდია, რომ მას საკუთარ გუნდშიც ვერ გაუგეს და სხვა აზრზე გადაიყვანეს, არადა ის სწორ აზრზე იყო.“ – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში იაგო ხვიჩიამ.

„ახლა მინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ და მათ ამომრჩეველს „ნაცი“ არ ვეგონო, რომ არ იფიქრონ, მე რაღაც ისეთს ვითხოვ, რაც არ ეკადრება „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, ისეთ რაღაცას ვითხოვ, რაზეც „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე შეუთანხმდა საქართველოს მოსახლეობას.

იაგო ხვიჩიას თქმით, ლიდერების გამო არ შეიძლება ხალხს გასაყოფი ჰქონდეს და ერთმანეთს ხოცავდეს.

„არც ბრძოლის მიზეზი არ არსებობს სინამდვილეში და არც არაფერი აქვს ამ ხალხს გასაყოფი, ერთი ლიდერი წასულია, მეორე კიევშია და რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამის გამო შეიძლება ერი ერთმანეთს ხოცავდეს? ერის შერიგების გზა არის ბატონი ივანიშვილის ეს დაპირება. ბატონი ივანიშვილის ამ დაპირებას, აღსრულების შემთხვევაში, მივიჩნევთ ქართველი ერის შერიგების გზად. ხალხი კი ამბობს, რომ ბიძინას აქებსო, მაგრამ სადაც ადამიანი შესაქებია, როგორ არ შეიძლება არ შევაქოთ. “ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,138 ნახვა
%d bloggers like this: