ეკონომიკა

გერმანია დასაქმების პროექტს არ ახორციელებს ყველა ქვეყანასთან, ამას ვიწყებთ საქართველოდან და ვაკეთებთ პირველად დიდი ხნის შემდეგ

Nusagi

მოხარული ვართ, რომ შევძელით დროებით ლეგალურად დასაქმების პროგრამის მომზადება ამ რთულ გლობალურ პანდემიურ ვითარებაში და განსაკუთრებით იმ რთულ სოციალურ პირობებში, რომელიც წარმოქმნა პანდემიამ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების სეზონურად  დასაქმებას გერმანიის სოფლის მეურნეობის სფეროში.

„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიის სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია უკვე იწყება, როგორც ინტერნეტში, ასევე საქართველოს შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგი. ერთი მხირვ, საქართველოს შრომის სააგენტო და მინისტრი და მეორე მხრივ, გერმანიის დასაქმების სააგენტო აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში. ეს არ არის გერმანიაში მიგრაციის პროექტი, არამედ ეს არის დროებითი სეზონური სამუშაო პროექტი გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღე გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიის სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ, წვლილი შეიტანონ, როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე ჩამოსვლის შემდგომ თავის ქვეყნის იმავე სფეროში. გერმანია ამ პროექტს არ ახორციელებს ყველა ქვეყანასთან, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოდან და ვაკეთებთ პირველად ძალიან დიდი ხნის შემდგომ. პირველად ვიწვევთ სამუშაოდ ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით ამის გაკეთება ამ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით იმ რთულ სოციალურ პირობებში, რომელიც წარმოქმნა ამ პანდემიამ. მადლობა გაწეული შრომისთვის და მოუთმენლად ველი ამ პროექტის შედეგებს“,-განაცხადა მან.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,342 ნახვა
%d bloggers like this: