პოლიტიკა

გიორგი გახარია: მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გარი კონოლისა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის

Nusagi

მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება.

„მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლისა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის, რითაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,447,873 ნახვა
%d bloggers like this: