პოლიტიკა

ენგურის ხიდი გაიხსნა

Nusagi

ენგურის ხიდი გაიხსნა. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა ახვლედიანის თქმით, მისასალმებელია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მიმართული.

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას – თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს – გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა არსებული ბერკეტისა და მექანიზმის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,818 ნახვა
%d bloggers like this: