ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ბლექ სი არენა” თავისი შინაარსით, უკვე წლებია ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, კულტურის სფეროს ხელშეწყობას და ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას

Nusagi

„ბლექ სი არენა” თავისი შინაარსით უკვე წლებია ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, კულტურის სფეროს ხელშეწყობას და ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, მაგრამ მსგავსი სახის გამარჯვებები და აღიარებები არის პირველ რიგში ქვეყნის პოზიციონირებისთვის საერთაშორისო არეალზე ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

Black Sea Arena 2020 წლის გერმანული დიზაინის პრემიის გამარჯვებული გახდა და საქართველოს ზღვისპირა რეგიონში მდებარე საკონცერტო შენობამ გამარჯვება საუკეთესო არქიტექტურისთვის მოიპოვა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს არის საკმაოდ პრესტიჟული და პატივსაცემი აღიარება და გამარჯვება.

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ როგორც კი კოვიდის ეტაპი ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში გადაივლის, „ბლექ სი არენა” განაახლებს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც შემუშავებული ჰქონდათ და დავუბრუნდებით იმ ძველ ნიშნულს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით ჩვენს შავიზღვისპირა რეგიონებში და განსაკუთრებით გურიას ვუსვამ ხაზს იქედან გამომდინარე, რომ ყოველთვის სჭირდებოდა გურიას ისეთი მაღალი დონის და სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს უკვე არის. ერთს დავამატებდი უბრალოდ – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „ბლექ სი არენას” მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯამურად შევხედოთ ყველა იმ მეგაპროექტს, რომელიც გარშემო ასევე „ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით შესრულდა, რაც არის მუსიკოსების პარკი, დენდროლოგიური, მინიატურების პარკი, ციცინათელა და რა თქმა უნდა, სასტუმრო „პარაგრაფი” და რომელმაც შეძლო და ამ პროექტების ერთობით კონკრეტულ წერტილში გაჩნდა ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი, როგორც ტურისტული ახალი პროდუქტი”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,773 ნახვა
%d bloggers like this: