კრიმინალი

„მეგობრები იყვნენ, ჩემს შვილს მისთვის თითი არ დაუკარებია“ – რას ამბობს ქობულეთში დაკავებულის დედა

Nusagi

ქობულეთში 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის დაკავებული პირის მშობლები მათ შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. როგორც ისინი ჟურნალისტებთან აცხადებენ, არასრულწლოვან გოგონაზე ოჯახის წევრები ძალადობდნენ და ბავშვმა თავი ამიტომ მოიკლა. 

„სამი თვის განმავლობაში არავითარი დასკვნა, არავითარი ხელმოსაჭიდი არ ყოფილა. ის გოგო იმ დონეზე მიიყვანა მისი ოჯახის წევრებმა, რომ გარდაიცვალა. ჩემს შვილს მასთან არაფერი ურთიერთობა არ ჰქონია“, – აცხადებს დაკავებული პირის მამა.

დაკავებულის დედის თქმით, მისი შვილი და არასრულწლოვანი გოგონა მეგობრები იყვნენ და გოგონამ მას გაუმხილა, რომ ოჯახის წევრები მასზე ძალადობდნენ.

„ჩემი შვილი და ის გოგო მეგობრობდნენ. გაუმხილა და უთხრა, რომ მიშველეო, მეგობართან გადამიყვანეო. არ ვიცი ეს საქმე ჩაწყობილი იყო თუ რა მოხდა. ჩემს შვილს მისთვის თითი არ დაუკარებია“, – აღნიშნა ბრალდებულის დედამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,163 ნახვა
%d bloggers like this: