პოლიტიკა

ნიკა მელია: გირაოს გადახდას არ ვაპირებ

Nusagi

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

„დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დაიწყო თითოეული ჩვენი პარტიის წევრის დარაჯი. ეკითხებიან ერთი და იგივე კითხვას, თითქოს არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და დანაშაულიც, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე „შეკერილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,367 ნახვა
%d bloggers like this: