საზოგადოება

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს

Nusagi

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აქციას მართავს. მისი თქმით, “დეკანოზი გიორგი მამალაძე 4 წელია ივანიშვილის და პატრიარქის ტყვეობაშია”.

“ვახსენებ საზოგადოებას, რომ ჩემი ძმა ამ ხალხია ტყვეობაშია. სინოდს მოვუწოდებ, რომ 3 წლის წინანდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, შექმნან”, – განაცხადა მამალაძემ.

ამასთან, საპატრიარქოში შესვლამდე თორნიკე მამალაძე ჰოლანდია-დანიის ეპისკოპოსს გაესაუბრა და მღვდელმთავარს ჰკითხა, დააყენებს თუ არა პირადად, დღევანდელ სხდომაზე მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საკითხს. მეუფემ უპასუხა, რომ საქმის კურსშია იმაზე, რომ ოჯახი კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა საკითხში ბოლომდე გარკვეული არ არის.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,921 ნახვა
%d bloggers like this: