საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ ვაქცინაციასა და დავით გარეჯის თემაზე იმსჯელეს.
„საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას. იყო იქ რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი აისახება ოქმში“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.
არსებული ინფორმაციით, სხდომაზე სასულიერო პირებმა პეტრე ცაავას საკითხზეც იმსჯელეს.
მღვდელმთავრები ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ და პატრიარქის განჩინებას ელოდებიან.
Facebook Comments