უცხოური მედია

ჟურნალ Hustler -ის დამაარსებელი ლარი ფლინტი გარდაიცვალა.

Nusagi

მამაკაცების ჟურნალ Hustler-ის დამაარსებელი ლარი ფლინტი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ Washington Post-ს მისმა ძმამ აცნობა. მისი თქმით, ლარი ფლინტი ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში 10 თებერვალს გარდაიცვალა. 

TMZ-ს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ფლინტი 1978 წლიდან, წელს ქვემოთ პარალიზებული იყო მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ლარი ფლინტი 1942 წელს კენტუკის შტატში დაიბადა. გამომცემლობის ბიზნესში ის 1974 წელს ჩაერთო, როდესაც მამაკაცებისთვის განკუთვნილი პორნოგრაფიული ჟურნალი Hastler დააარსა. კარგ წლებში ჟურნალის ტირაჟი 3 მილიონს აჭარბებდა. 

2 წელიწადში ჟურნალის ბაზაზე დაარსდა კომპანია Larry Flynt Publications. 1978 წელს ბიზნესმენს თავს დაესხა ჯეიმს კლეიტონი, რომელსაც ადრე რამდენიმე მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი რასობრივ ნიადაგზე. თავდასხმის მიზეზი ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია იყო. 

დაჭრის შედეგად სავარძელს მიჯაჭვული ლარი და მისი მეუღლე ალთია ლოს-ანჟელესში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მძიმე დეპრესიის გამო ნარკოტიკის აქტიური მოხმარება დაიწყეს. ლარიმ ოპერაციის შემდეგ შეძლო, თავი დაენებებინა ნარკოტიკისთვის, ალთია კი, შიდსით დაავადდა და სახლში, აბაზანაში დაიხრჩო.

1996 წელს მილოშ ფორმანმა გადაიღო ფილმი „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“. ძმების, ლარი და ჯიმი ფლინტების როლებს ასრულებდნენ ძმები: ვუდი და ბრეტ ჰარელსონები.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,463,040 ნახვა
%d bloggers like this: