რელიგია

„ვინც კორონავირუსის ვაქცინაციას გაიკეთებს, მას „ღმერთისა და ხალხის მტრად“ არ გამოვაცხადებთ“ – მეუფე ნიკოლოზი

Nusagi

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით,  საკითხები, რომელიც სინოდზე უნდა იყოს განხილული მხოლოდ პატრიარქმა იცის.

როგორც სინოდის სხდომის დაწყების წინ მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მისი ვარაუდია, რომ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვაქცინაციას შეეხება.

სასულიერო პირი ვარაუდობს რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის თანახმადაც იმ პირებს რომლებიც ვაქცინაქციას გაიკეთებენ ან პირიქით არ გაიკეთებენ, ზიარების უფლება არ ჩამოერთმევათ.

„სულ რამდენიმე წლის წინ სინოდის სხდომები რომ ტარდებოდა არავინ არ იცოდა, დღეს მთელ მსოფლიოში ყველამ იცის რომ სინოდის სხდომას ვატარებთ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

მეორე იმისთვის მადლობა, რომ საშუალებას გვაძლევთ რომ ვილაპარაკოთ. ჩვენ ადრე ამის საშუალება არ გვქონდა, რომ ასე ყველასთვის მიგვემართა.

ვისარგებლებ შემთხვევით ცოტათი, საგანმანათლებლო ორ სიტყვას ვიტყვი. სინოდი სიტყვა, არის ბერძნული სიტყვიდან „სინოდოს“ ნიშნავს კრებას, საბჭოს. ლათინურად ეს სიტყვა არის კონსილიუმი. ანუ ჩვენ გვაქვს ახლა კრება, კონსილიუმი, სადაც უნდა ვიმსჯელოთ საეკლესიო საკითხებზე.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა გამგეობის დებულებით, დებულების მიხედვით სინოდს იწვევს პატრიარქი.

მე მახსოვს შემთხვევები, რომ ერთი სინოდი იყო წელიწადში, მახსოვს ორი და სამი სინოდი. მთავარი რაც მინდა ყველამ იცოდეთ, საკითხები, რომელიც სინოდზე უნდა იყოს განხილული მხოლოდ პატრიარქმა იცის. ყველა სხვა დანარჩენი ვარაუდია.

ახლა რომ მკითხოთ რა საკითხები იქნება სინოდზე, შემიძლია ჩემი ვარაუდი გამოვთქვა. არ მახსოვს შემთხვევა, რომ წინასწარ პატრიარქს ვინმესთვის ეთქვას სინოდზე რა საკითხებზე იქნება საუბარი, გარდა ერთი შემთხვევისა.

ჩემი აზრით სავარაუდოდ ვაქცინაციაზე გვექნება მსჯელობა და დიდი იმედი მაქვს, რომ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი, ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს, არცერთს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვინც კორონავირუსის ვაქცინაციას გაიკეთებს, მას „ღმერთის და ხალხის მტრად“ არ გამოცხადება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,463,128 ნახვა
%d bloggers like this: