საზოგადოება

თუ ყველა ასეთი იყო, მერე გაიგეთ, როცა თქვენი გზები გაიყარა?

Nusagi

“თუ ყველა ასეთი იყო და ასეთ ცოდვაში იყვნენ ეკლესიაში მერე გაიგეთ ეს ყველაფერი, როცა თქვენი გზები გაიყარა, თქვენი პოზიციები…”, – ამ კითხვით მიმართა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, რომელმაც პატრიარქთან ერთად მძიმე ზნეობრივი ბრალდებები ამჯერად ცურტაველ მიტროპოლიტს, მეუფე ვახტანგს წაუყენა.

ინგა გრიგოლიამ მეუფე პეტრეს მიერ გადაცემაში გამოთქმული ბრალდებების გამო ცურტაველ მიტროპოლიტს საჯაროდ მოუბოდიშა და ჭყონდიდის ყოფილ მღვდელმთავარს უთხრა:

“თქვენ ძალიან ახლოს იყავით პატრიარქთან, ამდენი წელი სინოდის წევრი იყავით… ეს იგივეა, მე რომ წავიდე ტელევიზიიდან და დავიწყო ლაპარაკი იმაზე, თითქოს კაციჭამიები იყვნენ და ა.შ… მახსოვს, მე საავადმყოფოში ვიწექი, თქვენ მოხვედით და დიდი სიყვარულით გადმომეცით მისგან გამოგზავნილი საჩუქარი, სახარება, ხატი, ჯვარი… მეუფე პეტრე, თქვენ მაშინ ისეთი სიყვარულით მესაუბრებოდით პატრიარქზე, ფარისევლობდით? თქვენგან მივიღე ის, რის გამოც კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა პატრიარაქი”, – მიმართა მეუფე პეტრეს ინგა გრიგოლიამ.

“ბევრი მსაყვედურობს, რომ მე შევაყვარე პატრიარქი, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ უწმინდური იყო”, – უპასუხა გადაცემის წამყვანს საეკლესიო სასჯელის ქვეშ მყოფმა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,721 ნახვა
%d bloggers like this: