Tesla და SpaceX-ის დამაარსებელმა, 49 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა და ინჟინერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს აჩვენა, როგორ გაიზარდა მისი უმცროსი შვილი, სახელად X Æ A-XII.
Twitter-ზე მასკმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მას ბავშვი უჭირავს, თავად კი, ტელეფონზე საუბრობს. ბავშვი მამის მაისურს ქაჩავს. კადრში ბავშვის სახე კარგად ჩანს.
პატარა, რომელსაც ეგზოტიკური სახელი X Æ A-XII ქვია, მაისში 1 წლის გახდება. მისი დედა- კანადელი მომღერალი და მხატვარი კლერ ელის ბუშეა, რომელიც ფსევდონიმით გრაიმს არის ცნობილი. თავიდან წყვილმა ბავშვისთვის სახელი X Æ A- 12 შეარჩია, მაგრამ შემდეგ დააკორექტირა და ბავშვს სახელად X Æ A-XII, დაარქვა, რაც ასე ჟღერს: იქს ეშ ეი თველვ.
ეს მასკის მე-6 შვილია, წინა ქორწინებიდან მას 5 ბიჭი ჰყავს.

Facebook Comments