ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს მოუწოდა დაელოდნონ სინოდის განჩინებას და იქ იქნება ყველა ის პასუხი, რაც 11 თებერვლის სინოდის სხდომასთან დაკავშირებით არსებობს.
კითხვაზე იქნება თუ არა განჩინებაზე „გირჩზე“ საუბარი, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ პოლიტიკურ პარტიასთან პრობლემა არ არსებობს, აქ არის რელიგიურ და პატრიოტულ აღქმაზე საუბარი „ან ხარ მართმადიდებელი ან არა“.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის აღნიშნავს რომ თავის თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა.
“მეუფე პეტრემ თავისთავს განაჩენი გამოუტანა, იქნება განკვეთილი და მერე უკვე მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენზე, როგორც პასუხს აგებენ ცილისწამებებზე პირადად მე, ვერსად ვერ დამემალება ვერც მაგი და ვერც კიდე ვინც მაგის ხელშემწყობი.
ეჭვი მიჩნდება რა, სულ სხვებზეც რომ ლაპარაკობს, მაგ საქმესთან, შეიძლება ჩაეძიოთ და რაღაცეები გაიგოთ მაგაზეც,”- აცხადებს მთავარეპისკოპოსი იაკობი.