საზოგადოება

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას დღეიდან შეძლებენ

Nusagi

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას დღეიდან შეძლებენ, რისთვისაც მათ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვისაა ნებადართული. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, ენგურის ხიდზე ეგრეთ წოდებული გადასასვლელი გუშინ გაიხსნა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,463,212 ნახვა
%d bloggers like this: