ამერიკული კომპანია Facebook-ი სამართალდამცველებს კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეთა იდენტიფიკაციაში ეხმარებოდა,-ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გლობალურ პოლიტიკაში Facebook-ის წარმომადგენელმა, მონიკა ბიკერტმა დააზუსტა, რომ კომპანიის თანამშრომლები ანალიზს უკეთებდნენ ფოტოებს, რომლებსაც აქციის მონაწილეები შტურმის დროს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელებში. ბევრმა მონაწილემ ფეისბუქზე საკუთარი ფოტო მას შემდეგაც არ წაშალა, რაც შტურმი დამთავრდა.
მისი თქმით, კომპანიას არ გამოუყენებია სახის ამოცნობის სპეციალური პროგრამული უზრუნველუოფა, არამედ უბრალოდ, გადასცა სამართალდამცველებს ინფორმაცია.
ბიკერტმა განმარტა, რომ კომპანია შლიდა არეულობისკენ მოწოდებებს.
შეგახსენებთ, 6 იანვარს დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა მისულიყვნენ კაპიტოლიუმის შენობასთან, სადაც კონგრესმენებს არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. შედეგად, ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. დაიღუპა 5 ადამიანი.