სამართალი

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედის განცხადებით, არასრულწლოვანი ბიძებმა სცემეს

Nusagi

ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა აცხადებს, რომ 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა დეკებერში გაიგეს, როდესაც ძალადობა მეორედ მოხდა.

გარდაცვლილის დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და საქართველოში შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. როგორც ის აცხადებს, არასრულწლოვანზე მეორედ ძალადობის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.

“მისი დედ-მამა ტყუილად აფარებს ხელს.

სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, წინა დღით მელაპარაკა, ვამზადებდი საბუთებს, რომ თურქეთში წამეყვანა, ბედნიერი იყო ბავშვი, შენთან წამოვალ და ერთად ვიქნებითო, უხაროდა, მაგრამ მეორე დღეს რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არ ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

გოგონას დედა გამოეხმაურა მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახში ძალადობის შესახებ გაიგეს, არასრულწლოვანს სახლში სცემდნენ. დედა აცხადებს, რომ ბაბუას შვილიშვილი არასდროს უცემია, “მაგრამ სანამ პოლიციაში წაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს საკუთარმა ბიძებმა”.

“ექსპერტიზას უთქვამს, ზურგი, ფეხები, სულ ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს ცემისგან. მერე წაიყვანეს პოლიციაში და მანქანაში ემუქრებოდნენ თურმე ნათესავები, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა თვითონ”, – ამბობს “ტვ 25”-თან საუბარში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა.

ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,721 ნახვა
%d bloggers like this: