პოსტები სოციალური ქსელიდან

„სინოდური სასჯელების არაფერი გამეგება, ამ ზაფხულს „დასჯილ” პეტრეს დასტრიალებდნენ და საპატიო სავარძლით დაყვებოდნენ“

Nusagi

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ფოტოს და პოსტს აქვეყნებს. ფოტოზე აღბეჭდილია სასულიერო პირი პეტრე ცაავა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი იყო, ახლა კი, შიო მღვიმის მონასტერშია გამწესებული.

ნინო კვაჭანტირაძის თქმით, პეტრე ცაავა ჩვეულ ფფუფუნებაში ცხოვრობს და დასჯილის არაფერი ეტყობა.

„ეს ამ ზაფხულს იყო, შიომღვიმის სანახებში, პატივცემულ “დასჯილ” პეტრე ცაავას თავს დასტრიალებდნენ და საპატიო სავარძლით დაყვებოდნენ -დასჯილს, დას-ჯიილს!

მე სინოდური სასჯელების არაფერი გამეგება, მაგრამ გავიგე ის, რაც გუშინ ამ პერსონამ ილაპარაკა, ჰოდა, ან მართლა დასაჯეთ და ეკრანს მოარიდეთ, ან კიდე, ასეთ ოაზისებში დაუნიავეთ, ზაფხულში სიცხემ რო არ შეაწუხოს და ზამთარში-სიცივემ, თორემ შიო-მღვიმის მონასტერში გამწესება და სიწმინდეების ახლოს ყოფნა თუ სასჯელია, ასეთ სასჯელს ყველა ინატრებდა!“,-წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,463,040 ნახვა
%d bloggers like this: