საზოგადოება

ზაზა გახელაძის მეუღლე: აქციას არ შევუერთდები

Nusagi

ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა „პირველ არხთან“ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის აქციას არ შეურთდება. 

„ვიცით, რომ დღეს საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც არ ვუერთდებით. თავს ვიკავებთ, თუმცა, საჭირო თუ გახდა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარეთ გავიდეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქცია დადებითად იმოქმედებს, ვერც იმას ვიტყვი, რომ უარყოფითად. ჩვენი გადასახედიდან რაღაცის თქმა ძნელია. როცა გწამს, რომ რაღაცას აკეთებ, გგონია, რომ ესაა ადამიანისთვის უპირველესი და აკეთებ სწორად, რამდენად სწორია ეს მეორე მხარისთვის, არ ვიცით.

ველოდებით ადვოკატისგან ზარს. ველოდები, რომ ხვალ დამირეკავს და მეტყვის, რას აპირებს ზაზა, აპირებს თუ არა გასაჩივრებას. ეს იქნება ჩვენი მთავარი კითხვა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

დღეს, „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,854 ნახვა
%d bloggers like this: