მედიცინა

საზოგადოებრივი კოლეჯი – პანაცეას ახალი წამოწყება

Nusagi

რუბრიკა „მე ექთანი ვარ, ვამაყობ ჩემი პროფესიით“  საზოგადოებრივი კოლეჯის პანაცეას ახალი წამოწყებაა, რომელიც მიზანად ისახავს საზოგადოებაში  ექთნის პროფესიის პოპულარიზაციას. 

„ჩვენი მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმატებული ექთნები. საგანმანათლებლო დაწესებულება ნაყოფიერად თანამშრომლობს არაერთ კლინიკასთან, სამშობიარო სახლთან, სააფთიაქო ქსელთან, სტომატოლოგიურ კლინიკებთან, სადაც პანაცეას კურსდამთავრებულები არიან დასაქმებულები. კურსდამთავრებულთა დასაქმების უპრეცენდენტო სტატისტიკა 80-95% -ს შეადგენს“, – განაცხადა პიარის სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ნინო გულუამ.

შპს. საზოგადოებრივი კოლეჯი – პანაცეას ისტორია თითქმის ორსაუკუნოვანია. იგი 1873 წელს დაარსდა და მდიდარი ტრადიციებითა და პროფესიონალიზმით ლიდერობს საქართველოში. კოლეჯი თანამშრომლობს  ევროპის წამყვან პროფესიულ კოლეჯებთან და მუდმივად ზრუნავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე. კოლეჯის ხელმძღვანელობა არ უშინდება სიახლეებს, რეფორმებს და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზეა.  

ერთ-ერთი კლინიკა სადაც პანაცეას წარმატებული კურსდამთავრებულები მუშაობენ აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრია. ვესაუბრეთ ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, პროფესორ  რევაზ ჯორბენაძეს, რომელმაც  ძალიან მოიწონა რუბრიკა „მე ექთანი ვარ, ვამაყობ ჩემი პროფესიით“. 

„ექთნის პროფესიის მნიშვნელობამ ჯანმრთელობის დაცვის საქმეში წინ უნდა წამოიწიოს და საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს ამ პროფესიის ადამიანებზე. აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 186 ექთანია, რომელიც უზარმაზარ საქმეს აკეთებს, ბევრი მათგანი „პანაცეას“ კურსდამთავრებულია. ძალიან ვემადლიერებით „პანაცეას“ პროფესიონალ ექთნებს, ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი კლინიკის მთავარ ექთანს ქ-ნ ქეთევან გარსევანიშვილს, რომელიც ზრუნავს ახალბედა ექთნების დახელოვნებაზე და მათ პროფესიონალიზმზე. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესიულ კოლეჯ „პანაცეას“, რომელიც  აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღევანდელი სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს ექთნები.  ჩვენს კლინიკაში ძალიან ხშირად ვატარებთ პაციენტების გამოკითხვებს და ვსწავლობთ მათ კმაოფილების დონეს, სურვილებს. ამ გამოკითხვების დადებითი გამოხმაურების მნიშვნელოვანი წილი ექთნებზე მოდის. ძალიან ამაყი ვარ, როდესაც პაციენტები აღფრთოვანებას არ მალავენ როგორც ექიმების ისე  ექთნების მომსახურეობით და პროფესიონალიზმით“,- განაცხადა რევაზ ჯორბენაძემ 

მან, ასევე,  ისაუბრა კლინიკაში უწყვეტი სამედიცინო განათლების მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერაზე, რათა ექთნები უფრო დახელოვნდნენ.

„ყოველწლიურად, ექთნის საერთაშორისო დღეს  სამედიცინო პერსონალის გამოკითხვის შედეგად ვირჩევთ ყველაზე საუკეთესო ექთნებს და სხვადასხვა ნომინაციებში ვაჯილდოვებთ მათ, როგორც საჩუქრებით, ისე ფულადი ჯილდოებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავუფასოთ ექთანს  შრომა და ღვაწლი, რომელიც მართლაც ფასდაუდებელია“, -აღნიშნა რევაზ ჯორბენაძემ

შევედრას საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  მთავარი ექთანი ქეთევან გარსევანიშვილი ესწრებოდა,  რომელიც პარალელურად „პანაცეას“ პედაგოგია და მომავალ პრაქტიკოს ექთნებსა და ექთნის თანაშემწეებს ამზადებს, ასწავლის, აკვირდება, საბოლოოდ კი ისინი მისი კოლეგები ხდებიან.

„პანაცეა ჩემთვის ასოცირდება ინოვაციასთან და ხარისხთან, ეს არის კოლეჯი რომელიც  მუდმივად არის სიახლეების ძიებაში და რომელიც ორიეტირებულია ხარისხიან სწავლებაზე, და ეს ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კარგი საბაზისო სწავლების პროდუქტს ჩვენ უკვე ვიმკით. ამდენად, მე აქცენტს ვაკეთებ პანაცეას სტუდენტებზე. ჩვენთან მოდიან პრაქტიკაზე და პირდაპირ შეხებაში ვხედავ მათ თეორიული ცოდნის ბაზისსაც. შესაბამისად, 15% საქმდება ჩვენს კლინიკაში სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენი ადმინისტრაცია მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ კომფორტული პირობები და ასევე შესაბამისი ხელფასები. ჩვენთან მოსული ექთანი გადის ყველა ეტაპს, სწავლებას,  რაც დახელოვნებას უწყობს ხელს.  ჩვენს კლინიკაში ექთნებს აქვს განვითარების ყველა პირობა და დაფასება ადმინისტაციისგან“,- განაცხადა ქეთევან გარსევანიშვილმა.

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ აგრძელებს რუბრიკას „მე ექთანი ვარ, ვამაყობ ჩემი პროფესიით“ სადაც წარმოვაჩენთ წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც 24 -საათიან რეჟიმში დგანან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,847 ნახვა
%d bloggers like this: