უცხოური მედია

ტრამპის დაცვამ იმპიჩმენტის პროცესზე, თავისი პოზიციის შესახებ განცხადება დაასრულა

Nusagi

დაცვის მხარემ აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე დაასრულა თავისი არგუმენტების მოყვანა, რასაც 3 საათი დასჭირდა,-ამის შესახებ NBC News იუწყება.

„ეს სასამართლო პროცესი უფრო მეტს ეხება, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს. საუბარია იმაზე, რომ ადამიანებს აეკრძალოთ იმ აზრის გამოთქმა, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება“,-განაცხადა ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბრიუს კასტერმა. კიდევ ერთმა ადვოკატმა, მაიკლ ვან დერ ვინმა იმპიჩმენტის საქმეს უსამართლო და არაკონსტიტუციური, პოლიტიკური შურისძიების აქტი უწოდა. მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნადირობა კუდიანებზე. 

დაცვის მხარის მტკიცებით, ტრამპის მიერ გამოთქმული ფრაზა „თუ არ იბრძოლებთ, ქვეყანა აღარ გექნებათ“, რაც დემოკრატების მხრიდან ამბოხის მოწოდებად იქნა აღქმული, რეალურად მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყო.  

დაცვის მხარის განმარტებით, ფრაზა „განწირული ბრძოლა“, რომელიც ტრამპმა 6 იანვარს წარმოთქვა, ძალადობისკენ მოწოდებას არ ნიშნავდა. ერთ-ერთმა ადვოკატმა დემოკრატების გამოსვლიდან ნაწყვეტიც აჩვენა, სადაც ისინი იყენებენ ამ სიტყვებს პოლიტიკურ კონტექსტში და სულაც არ იღებენ პასუხისმგებლობას ძალადობაზე. 

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ დონალდ ტრამპმა პასუხი არ უნდა აგოს თავისი მომხრეების საქციელზე. ხოლო მისი სიტყვები, რომ არჩევნები გაყალბდა, ძალადობისკენ მოწოდება კი არა, კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების გამოხატულებაა.

წინა ორი სხდომა ბრალდების მხარის გამოსვლებს დაეთმო. იმპიჩმენტის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ დონალდ ტრამპი პირადად არის პასუხისმგებელი ბრბოს წაქეზებისთვის, რომელმაც კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,149 ნახვა
%d bloggers like this: