მეუფე ნიკოლოზი სატელევიზიო სივრცეში აცხადებს, რომ გუშინ და გუშინწინ საპატრიარქოში ყველამ გაიკეთა კორონავირუსზე PCR ტესტი, ამიტომ მისი თქმით, მისცეს თავს უფლება, სინოდის სხდომაზე პირბადეების გარეშე ყოფილიყვნენ.
„თუ მიაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, სწორად უნდა მიაწოდოთ ხომ? რატომ არ გვეკეთა პირბადეები როგორ ფიქრობთ? არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, პატრიარქს? ასეთი რამე რატომ უნდა უთხრა ხალხს, რომ ასე დავდივართ?“ – მიმართა მეუფემ ჟურნალისტს.
„ყველამ, აბსოლუტურად ყველამ გავიარეთ PCR ტესტი, გუშინ და გუშინწინ იყო მთელი ლაბორატორია მოწყობილი საპატრიარქოში და ყველამ გავიარეთ, ამიტომ მივეცით ჩვენს თავს ამის უფლება“, — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
Facebook Comments