ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი- Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა, რაც ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის დადებითი შეფასებაა

Nusagi

Fitch-ის შეფასებით, სახელმწიფოში გატარებული თანამიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილური, ხოლო ბიზნეს გარემო მიმზიდველია,-ასე ეხმაურება სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

“სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა. მიუხედავად ქვეყანაში, პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისისა, საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე. მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ჩვენი წინა რეიტინგული შეფასების შენარჩუნება, ნიშნავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის მმართველობის ხარისხის, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ბიზნესგარემოს მიმზიდველობის შესახებ. ეს არის ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის დადებითი შეფასება კორონავირუსის პერიოდში მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისა და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის.

Fitch-ის შეფასებით, სახელმწიფოში გატარებული თანამიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილური, ხოლო ბიზნეს გარემო – მიმზიდველია”,-აცხადებს დავით სონღულაშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,142 ნახვა
%d bloggers like this: