უცხოური მედია

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა

Nusagi

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესში გამართლდა, რის შედეგადაც ის აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმეტი ორჯერ გამოუცხადეს და ორჯერვე უდანაშაულოდ ცნეს.

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე იყო 57.

ტრამპი დამნაშავედ ცნო შვიდმა „რესპუბლიკელმა“. ესენი არიან: სენს რიჩარდ ბერი, ბილ კესიდი, სიუზენ კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, მიტ რომნი, ნენ სასე და პეტ ტუმი.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო, რომ ტრამპის წინააღმდეგ ხმა მიეცა 17 „რესპუბლიკელ“ სენატორს.

6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,247 ნახვა
%d bloggers like this: