სამართალი

ვახტანგ გომელაური ნიკა მელიაზე: ყველა უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს

Nusagi

ნიკა მელიასთან დაკავშირებით საუბრისას, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველა უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„კანონიდან გამომდინარე, როგორც საჭირო იქნება ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, თუ სხვა უწყებება. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან. როგორც წესი და რიგია, რასაც დაგვავალებს კანონი, იმას შევასარულებთ“, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს. მანამდე, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,156 ნახვა
%d bloggers like this: