პოსტები სოციალური ქსელიდან

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეზღუდვებს არ ემორჩილება და სტუმრებს კვლავ ბარში ეპატიჟება

Nusagi

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ არსებულ შეზღუდვას კვლავ არ დაემორჩილება და ბარში სტუმრებს დღესაც ელოდება.

„დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე, აღმაშენებლის გამზირზე ბარის გახსნისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის გუშინ დააჯარიმეს. აღმაშენებლის N45-ში სამართალდამცველები და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა. პოლიტიკური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,568 ნახვა
%d bloggers like this: