საზოგადოება

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა

Nusagi

ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა.

ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, რეანიმაციაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს.

2020 წლის წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად სპეციალური ანგარიშიც გაიხსნა. კულტურის პალატის ორგანიზებით, გაიმართა საქველმოქმედო მარათონი, თუმცა ცოცხალი მისი დაბრუნება ვერ მოხერხდა. 

„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი, ბოდიში“,-დაწერა მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,142 ნახვა
%d bloggers like this: