საზოგადოება

ნიკა მელია: ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით, თუ ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა

Nusagi

„გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მისთვის მანდატის მოხნასთან დაკავშირებით. 

„როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხრალივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.

კიდევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ.“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,117 ნახვა
%d bloggers like this: