საზოგადოება

„რაც სოსო გოგაშვილმა თქვა აღიარება იყო იმისი, რასაც ამდენი წელია ვამტკიცებთ“ – მიხეილ რამიშვილი

Nusagi

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის  სოსო გოგაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მამა გიორგის ციანიდი ჩადებული ჰქონდა“. 

ადვოკატის თქმით, დეკანოზი შორენა თეთრუაშვილმა, მეუფე იაკობმა და გარკვეულმა ჯგუფმა გაწირა.

„რაზეც ის საუბრობდა, რომ თითქოსდა კრიმინალია დეკანოზი, თითქოსდა ციანიდი მას ჰქონდა, ამით პირიქით ის დადასტურდა, რომ ზუსტად არაფერი ჰქონდა დეკანოზს, მას ჩადებული ჰქონდა ციანიდი

ყველაფერი რაც სოსო გოგაშვილმა თქვა ზუსტად აღიარება იყო იმისი, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვამტკიცებთ და რაც დასტურდება, რომ დიახაც გაწირა შორენა თეთრუაშვილმა, გაწირა იაკობმა, რომელიც ახლა ქორეპისკოპოსობიდან გადმოვიდა და იმ გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც მოკალათებულნი არიან და მაგათი დადგმული სპექტაკლი იყო“, – აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგის მამალაძეზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მამალაძე კრიმინალია და ის თანამზრახველებთან ერთად არაკეთილსინდისიერად ითვისებდა ეკლესიისათვის შემოწირულ თანხებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,447,445 ნახვა
%d bloggers like this: