მედიცინა

საქართველოსთვის ყველაზე ცუდი პერიოდი წარსულს ჩაბარდა – თენგიზ ცერცვაძე

Nusagi

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია, თებერვლის ბოლომდე შემოვა ის 30 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც შეპირებული იყო და რომლითაც აიცრებიან პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ამის გარდა, დაახლოებით 200 000 შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვაქს“ პლატფორმით, ეს უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აიცრებიან რისკის ჯგუფების წარმომადგენლები და დარჩენილი ჯანდაცვის მუშაკები”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენმა მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ პირადი მოლაპარაკების გზით მიაღწიეს იმას, რომ 150 ათასი დოზა კიდევ შემოვა ახლა, თებერვალ-მარტში საქართველოში. ეს უკვე სერიოზულია, ძალიან კარგია პირველი ნაბიჯებისთვის, პირველი საფეხურისთვის.

შევძლებთ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ვაქცინაციას და თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინის გარეშე შევძელით ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება, ეს პროცესი წაეხმარება. ვფიქრობთ, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი საქართველოსთვის წარსულს ჩაბარდა.

მე ვთქვი გარანტირებული ვაქცინები, რათა მერე ვიღაცას იმედგაცრუება არ დაეუფლოს, ხოლო სავარაუდო გაცილებით მეტია, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება და არა მარტო „ასტრაზენეკასთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,939 ნახვა
%d bloggers like this: