საზოგადოება

„ციანიდს მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის“ – გოგაშვილის ვერსია ციანიდის საქმეზე

Nusagi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგის მამალაძეზე და ციანიდის საქმეზე ისაუბრა.

გოგაშვილის აზრით დეკანოზი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა, ის ფიქრობს რომ სხვა ადამიანებთანაც უნდა დაისვას კითხვები.

„ჩაიტანდნენ ციანიდს გერმანიაში, მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტენა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, „ჰელიოსის კლინიკაში“.

შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში. კამერების თანდასწრებით – კლინიკა აღჭურვილია კამერებით და თვითონაც ტელეფონები ჩართული ექნებოდათ. ეტყოდნენ, – რას აკეთებ, რა მიგაქვს. ის ეტყოდა, რომ საკვები შემაქვს პატრიარქთან. ესენი ეტყოდნენ, რომ რაღაც საეჭვოა, ატყდებოდა პანიკა, დაიდგმებოდა სცენები.14 თებერვალს, თბილისში სამგორის რაიონის ნაწილ…სხვადასხვა0:33გერმანიაში ლეგალური დასაქმება – როგორ უნდა და…საზოგადოება12 თებერვალი 12:24

ციანიდიან საკვებს შორენას დაუჭერდნენ ხელში, გამოიძახებდნენ “ჰელიოსის” დაცვას. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია. არა საქართველოში, არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის. ის წავიდოდა ციხეში. ისინი გახდებოდნენ გმირები, რომლებმაც პატრიარქი დაიცვეს და ამ სახელით დაბრუნდებოდნენ საქართველოში.

შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების მცდელობა ჯგუფს ადრეც ჰქონდა. პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი ჩემთან მოვიდა და პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის დაპატიმრება მომთხოვა, ტერორიზმის ბრალდებით.“ – აცხადებს გოგაშვილი

გოგაშვილის თქმით, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ ბინაში ცხოვრობდა ორი პირი, ეთნიკურად ქართველები, ლაზები, თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. თუმცა შორენა თეთრუაშვილისთვის და საპატრიარქოსთვის ეს ცნობილი არ იყო. ამიტომაც მასზე გამოძიება არ დაწყებულა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,367 ნახვა
%d bloggers like this: