საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Nusagi

თბილისის მერიის მიერ, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის  მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხვალ, 15 თებერვალს,  წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა. 

ჯივიპის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით ახორციელებს შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი”.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 15 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 16 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას I და II კვარტალს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, გელოვანის, გამრეკელის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის, ასათიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ჩახავას, ზაქარიაძის, გურიელის, ნადარეიშვილის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს.

სოფელ დიღომში:

ფარნავაზის, როსტევანის II ჩიხს, ხატაეთის, შერმადინის, მიხეილ მესხის, კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის I კვარტალს.

გლდანის რაიონში:

ზაჰესში: მშვიდობის და აფხაიძის ქუჩებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,589 ნახვა
%d bloggers like this: